პირველი დღე
ტრენინგის პირველ დღეს განვიხილეთ აღნიშნული ტრენინგის ზოგადი მიმოხილვა. გავეცანით
თუ როგორ უნდა დავგეგმოთ პროექტი ნაბიჯების მიხედვით. შევქმენით პირადი ფაილები და
მოვახდინეთ საჭირო რესურსების კლასიფიკაცია. გავეცანით სხვადასხვა სახის პროექტებს და
გავაკეთეთ პრეზენტაციები. ვთვლი ჩემი ძლიერი მხარე არის რომ თავისუფლად შემიძლია
კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება და რესურსების შექმნა. მაინტერესებს რამდენად არის
შესაძლებელი პროექტის განხორციელება სხვა საგნის პედაგოგებთან ერთად?
მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღეს განვიხილეთ, რომ ეფექტური სწავლებისთვის და მოსწავლეთა სასწავლო პროცესში აქტიური ჩართვისთვის საჭირო არის პროექტის განხორციელება. პროექტით სწავლება მოსწავლეებს ეხმარება უფრო სიღრმისეულად გაიგონ და გაიაზრონ შესასწავლი მასალა. გავეცნით თუ რა საფეხურები უნდა გავიაროთ, რომ შევქმნათ პროექტის პორტფოლიო. ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის ბუკლეტის შექმნაზე და გავეცანით თუ რა სახე უნდა მივცეთ პიბლიკაციას რომ ეფექტური, საინტერესო და სარეკლამო ხასიათის იყოს.
მესამე დღე
ტრენინგის III დღეს გავიხსენეთ თუ როგორ უნდა ავტვირთოთ საქაღალდე და ახალი ფაილები Drive-ში. ვიმუშავეთ მეორე მოდულზე, რომელიც მოიცავდა სასწავლო პროექტის გეგმას , პროექტის შინაარს და მოკლე მონახაზს. განვსაზღვრეთ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში და როგორ გავზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია. ვიმუშავეთ უშუალოდ ჩვენი პროექტის გეგმის შედგენაზე სადაც ზუსტად განვსაზღვრეთ თუ რას ემსახურება ჩვენი პროექტი, რომელ 21-ე საუკუნის უნარებს ავითარებს და შევისწავლეთ თუ როგორ უნდა დავსვათ მაპროვოცირებელი კითხვები . თითოეულმა ჩვენგანმა გავაკეთეთ პროექტების რეზიუმეები და ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები, რჩევები და გამოცდილება. გავეცანით იმ საგნების სტანდარტებს რომელთა მიხედვითაც ვახორციელებთ პროექტს და ამოვიღეთ ის ძირითადი ინდიკატორები რომელიც დაგვეხმარება სასურველ შედეგზე გასასვლელად. გავეცანით ბლუმის ტაქსონომიას და განვსაზღვრეთ რამდენად ავითარებს ჩვენი პროექტი მოსწავლეებში მაღალ სააზროვნო უნარებს.
მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღეს გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს . გავიგეთ თუ რას მოიცავს ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ვიმუშავეთ ჩვენი პროექტისთვის შესაბამისი კითხვების შერჩევაზე. ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ ერთმანეთს გავაცანით ჩვენს მიერ შედგენილი კითხვები, მივეცით რჩევები და რეკომენდაციები, რომელთა საშუალებითაც უკეთ მოვახდინეთ საკვანძო კითხვებს ფორმულირება.
მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალები, თუ როგორ უნდა შევადგინოთ საკვანძო კითხვები და როგორ გავიგოთ მოსწავლეების წინარე ცოდნა. დღევანდელ ტრენინგზე ვიმუშავეთ ბლოგზე და ვისწავლეთ თუ როგორ უნდა შევქმნათ Page-ები, როგორ განვათავსოთ სასარგებლო ბმულები ჩვენს ბლოგზე, როგორ ჩავსვათ სურათები, ვიდეოები, როგორ შევუცვალოთ მათ ზომა, მდებარეობა და დიზაინი. მივეცით გარკვეული სახე ჩვენს ბლოგს და დავიწყეთ მუშაობა ჩვენი პროექტის საპრეზენტაციო მასალის შექმნაზე.
მეექვსე დღე
ტრენინგის მეექვსე დღეს გავიხსენეთ ბლოგზე მუშაობა, თუ როგორ უნდა გავხსნათ ახალი ბლოგი, როგორ დავდოთ ახალი პოსტი და როგორ შევქნათ ახალი გვერდები. დავიწყეთ მუშაობა მესამე მოდულზე, რომელიც ეხებოდა საავტორო უფლებებს. ვიმუშავეთ წყვილებში სადაც ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტის პორტფოლიო. მივეცით რჩევები და რეკომენდაციები პროექტთან დაკავშირებით და გავუკეთეთ ერთმანეთის პრეზენტაციებს კომენტარები. გავეცანით სხვადასხვა პროექტების მოსწავლის ნიმუშებს და სასწავლო პროცედურებს, რომელთა დახმარებითაც უნდა შევქმნათ ჩვენს პროექტზე მორგებული ნაშრომი და პროცედურები.
მეშვიდე დღე
ტრენინგის მეშვიდე დღე მთლიანად დავუთმეთ შეფასებებზე მუშაობას. აუცილებელია რომ მოსწავლეებს გავაცნოთ შეფასების სისტემა თუ რის მიხედვით მოვახდენთ მათ შეფასებას. გავეცანით იმ სტრატეგიებსა და მეთოდებს რომელიც გამოიყენება შეფასების სისტემის შექმნისთვის. ასევე ტრენინგის მონაწილეებმა გავაცანით ერთმანეთს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
მერვე დღე
ტრენინგის მერვე დღეს ვიმუშავეთ პროექტის რუბრიკებზე, ბლოგზე ავტვირთეთ სასარგებლო ბმულები რუბრიკის ნიმუშების და შეფასების სტრატეგიების შესახებ. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები თუ თითოეულ სტრატეგიას რა მეთოდი და ინსტრუმენტი აქვს. ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე, სადაც მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა შესთავაზოს ხარაჩო და უნდა მივცეთ ზუსტი მიმართულება თუ რას ვითხოვთ მათგან. გავაკეთეთ ჩვენი პორტფოლიოს მთლიანი რეზიუმე და გავეცანით პროექტისთვის საჭირო ყველა აუცილებელ რესურსს.
No comments:
Post a Comment