Saturday, 13 October 2018
13.10. 2018 წელი. მე-9 დღე.
დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. საკმაოდ დატვირთული და ძალზედ მნიშვნელოვანი პროფესიულად გაზრდის თვალსაზრისით. შევისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა ბლოგზე-იმ საქაღალდეს მოვნიშნავ, რომლის გაზიარებასაც ვაპირებ ბლოგზე, მოვნიშნავ პიქტოგრამაზე,გამოდის web მისამართის გრაფა-მოვნიშნავ და ვაკოპირებ, ვუთითებ ქვედა მხარეს, ამის შემდეგ შევალ ბლოგზე და ვუთითებ გაზიარებას.ანოტაციის შემდეგ ვუთითებ ლინკს და ჩასმას.გავეცანით პრეზენტაციის გაზიარებას, ზომების ცვლილებას და სხვა.
დღევანდელ ტრენინგზე ყველა მონაწილე პედაგოგმა წარმოადგინა მათთვის სასურველი და საინტერესო თემა და გააკეთა თემის ირგვლივ პრეზენტაცია. ყველა თემა იყო საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნოდ მოსასმენი,რაც იწვევდა დამსწრეთა აღფრთოვანებას. ყველამ იგრძნო პროფესიული გაზრდა.
მადლობა მინდა გადავუხადო ტრენერს ამდენი შრომის გაწევისთვის, ბევრი რამ ვისწავლე, რაც გამომადგება მოსწავლეებთან საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვისთვის.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment