Sunday, 14 October 2018

პროექტი

https://drive.google.com/drive/folders/1vdnthFwwbMy17kOQjom8v_7uRT06wJtA?usp=sharing

Saturday, 13 October 2018

13.10. 2018 წელი. მე-9 დღე.

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. საკმაოდ დატვირთული და ძალზედ მნიშვნელოვანი პროფესიულად გაზრდის თვალსაზრისით. შევისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა ბლოგზე-იმ საქაღალდეს მოვნიშნავ, რომლის გაზიარებასაც ვაპირებ ბლოგზე, მოვნიშნავ პიქტოგრამაზე,გამოდის web მისამართის გრაფა-მოვნიშნავ და ვაკოპირებ, ვუთითებ ქვედა მხარეს, ამის შემდეგ შევალ ბლოგზე და ვუთითებ გაზიარებას.ანოტაციის შემდეგ ვუთითებ ლინკს და ჩასმას.გავეცანით პრეზენტაციის გაზიარებას, ზომების ცვლილებას და სხვა. დღევანდელ ტრენინგზე ყველა მონაწილე პედაგოგმა წარმოადგინა მათთვის სასურველი და საინტერესო თემა და გააკეთა თემის ირგვლივ პრეზენტაცია. ყველა თემა იყო საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნოდ მოსასმენი,რაც იწვევდა დამსწრეთა აღფრთოვანებას. ყველამ იგრძნო პროფესიული გაზრდა. მადლობა მინდა გადავუხადო ტრენერს ამდენი შრომის გაწევისთვის, ბევრი რამ ვისწავლე, რაც გამომადგება მოსწავლეებთან საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვისთვის.

Friday, 12 October 2018


პირველი დღე

ტრენინგის პირველ დღეს განვიხილეთ აღნიშნული ტრენინგის ზოგადი მიმოხილვა. გავეცანით
თუ როგორ უნდა დავგეგმოთ პროექტი ნაბიჯების მიხედვით. შევქმენით პირადი ფაილები და
მოვახდინეთ საჭირო რესურსების კლასიფიკაცია. გავეცანით სხვადასხვა სახის პროექტებს და
გავაკეთეთ პრეზენტაციები. ვთვლი ჩემი ძლიერი მხარე არის რომ თავისუფლად შემიძლია
კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება და რესურსების შექმნა. მაინტერესებს რამდენად არის
შესაძლებელი პროექტის განხორციელება  სხვა საგნის პედაგოგებთან ერთად?

მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღეს განვიხილეთ, რომ ეფექტური სწავლებისთვის და მოსწავლეთა სასწავლო პროცესში აქტიური ჩართვისთვის საჭირო არის პროექტის განხორციელება. პროექტით სწავლება მოსწავლეებს ეხმარება უფრო სიღრმისეულად გაიგონ და გაიაზრონ შესასწავლი მასალა. გავეცნით თუ რა საფეხურები უნდა გავიაროთ, რომ შევქმნათ პროექტის პორტფოლიო. ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის ბუკლეტის შექმნაზე და გავეცანით თუ რა სახე უნდა მივცეთ პიბლიკაციას რომ ეფექტური, საინტერესო და სარეკლამო ხასიათის იყოს.

მესამე დღე

ტრენინგის III დღეს გავიხსენეთ თუ როგორ უნდა ავტვირთოთ საქაღალდე და ახალი ფაილები  Drive-ში. ვიმუშავეთ მეორე მოდულზე, რომელიც მოიცავდა სასწავლო პროექტის გეგმას , პროექტის შინაარს და მოკლე მონახაზს. განვსაზღვრეთ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში და როგორ გავზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია. ვიმუშავეთ უშუალოდ ჩვენი პროექტის გეგმის შედგენაზე სადაც ზუსტად განვსაზღვრეთ თუ რას ემსახურება ჩვენი პროექტი, რომელ 21-ე საუკუნის უნარებს ავითარებს და შევისწავლეთ თუ როგორ უნდა დავსვათ მაპროვოცირებელი კითხვები . თითოეულმა ჩვენგანმა გავაკეთეთ პროექტების რეზიუმეები და ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები, რჩევები და გამოცდილება. გავეცანით იმ საგნების სტანდარტებს რომელთა მიხედვითაც ვახორციელებთ პროექტს და ამოვიღეთ ის ძირითადი ინდიკატორები რომელიც დაგვეხმარება სასურველ შედეგზე გასასვლელად.  გავეცანით ბლუმის ტაქსონომიას და განვსაზღვრეთ რამდენად ავითარებს ჩვენი პროექტი მოსწავლეებში მაღალ სააზროვნო უნარებს.

მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღეს გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს . გავიგეთ თუ რას მოიცავს ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ვიმუშავეთ ჩვენი პროექტისთვის შესაბამისი კითხვების შერჩევაზე. ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ ერთმანეთს გავაცანით ჩვენს მიერ შედგენილი კითხვები, მივეცით რჩევები და რეკომენდაციები, რომელთა საშუალებითაც უკეთ მოვახდინეთ საკვანძო კითხვებს   ფორმულირება.

მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალები, თუ როგორ უნდა შევადგინოთ საკვანძო კითხვები და როგორ გავიგოთ მოსწავლეების წინარე ცოდნა. დღევანდელ ტრენინგზე ვიმუშავეთ ბლოგზე და ვისწავლეთ თუ როგორ უნდა შევქმნათ Page-ები, როგორ განვათავსოთ სასარგებლო ბმულები ჩვენს ბლოგზე, როგორ ჩავსვათ სურათები, ვიდეოები, როგორ შევუცვალოთ მათ ზომა,  მდებარეობა და დიზაინი.  მივეცით გარკვეული სახე ჩვენს ბლოგს და დავიწყეთ მუშაობა ჩვენი პროექტის საპრეზენტაციო მასალის შექმნაზე.

მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღეს გავიხსენეთ ბლოგზე მუშაობა, თუ როგორ უნდა გავხსნათ ახალი ბლოგი, როგორ დავდოთ ახალი პოსტი და როგორ შევქნათ ახალი გვერდები. დავიწყეთ მუშაობა მესამე მოდულზე, რომელიც ეხებოდა საავტორო უფლებებს. ვიმუშავეთ წყვილებში სადაც ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტის პორტფოლიო. მივეცით რჩევები და რეკომენდაციები პროექტთან დაკავშირებით და გავუკეთეთ ერთმანეთის პრეზენტაციებს კომენტარები. გავეცანით სხვადასხვა პროექტების მოსწავლის ნიმუშებს და სასწავლო პროცედურებს, რომელთა დახმარებითაც უნდა შევქმნათ ჩვენს პროექტზე მორგებული ნაშრომი და პროცედურები.

მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღე მთლიანად დავუთმეთ შეფასებებზე მუშაობას. აუცილებელია რომ მოსწავლეებს გავაცნოთ შეფასების სისტემა თუ  რის მიხედვით მოვახდენთ მათ შეფასებას. გავეცანით იმ სტრატეგიებსა და მეთოდებს რომელიც გამოიყენება შეფასების სისტემის შექმნისთვის. ასევე ტრენინგის მონაწილეებმა გავაცანით ერთმანეთს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღეს ვიმუშავეთ პროექტის რუბრიკებზე, ბლოგზე ავტვირთეთ სასარგებლო ბმულები რუბრიკის ნიმუშების და შეფასების სტრატეგიების შესახებ. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები თუ თითოეულ სტრატეგიას რა მეთოდი და ინსტრუმენტი აქვს. ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე, სადაც მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა შესთავაზოს ხარაჩო და უნდა მივცეთ ზუსტი მიმართულება თუ რას ვითხოვთ მათგან. გავაკეთეთ ჩვენი პორტფოლიოს მთლიანი რეზიუმე და გავეცანით პროექტისთვის საჭირო ყველა აუცილებელ რესურსს.


Sunday, 7 October 2018


07.10.2018 წ.დღევანდელი დღე ყველაზე მეტად საინტერესო იყო. ჯგუფის ერთერთ წევრს ჰქონდა იუბილე და დავიწყეთ მილოცვით.

ნაბიჯი 1. მოვისმინეთ აქტივობების შეფასების რუბრიკები.--5- მოდულის აქტივობა 2-ში მუშაობით. გავიხსენეთ შეფასების სისტემები-განმსაზღვრელი და განმავითარებელი, ასევე შეფასების 5 სტრატეგია." სასარგებლო ბმულებში" ავტვირთეთ შეფასების რუბრიკები.

   ნაბიჯი 2. დღეს ვიმუშავეთ საქაღალდის " დამხმარე" ბუკლეტზე-როგორ მივაწვდი ინსტრუქციას მოსწავლეს, თუ როგორ გააკეთოს ბუკლეტი-საპრეზენტაციო მასალა.
    როგორ დავყო ჯგუფებად, რის მიხედვით დავაჯგუფებად - გათვლის მეთდით, კარტის დარიგების მეთოდით თუ სხვა..
 
ნაბიჯი 3. გავიხსენეთ დიფერენცირების შესახებ, სსსმ მოსწავლის გეგმის შედგენაზე, არაქართულენოვანი და მაღალი შეფასების მქონე მოსწავლეთათვის დიფერენცირებული დავალებების მიცემის შესახებ, რომელსაც განვათავსებთ საქაღალდე დამხმარეში.


ნაბიჯი 4.გავიმეორეთ  პროექტის საქაღალდეში რა რესურსები რა თანმიმდევრობით და როგორ განვათავსოთ. უამრავი მასალა, თუმც ამ ეტაპზე მოკლე დროში რაც გავიხსენე...

Saturday, 6 October 2018

6.10.2018წ.


- დღევანდელი დღე დატვირთული იყო საინტერესო ინფორმაციით. მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები.

- ვიმუშავეთ მე-5 მოდულში შეფასებებზე, კერძოდ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებზე. რომ უნდა გვქონდეს მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევარში მოსწავლეთა შეფასება, თვითშფასება.
 

გავიღრმავეთ ცოდნა განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებების 5 მიზნის  შესახებ;
ვიმუშავეთ მოსწავლის განმსაზღვრელი შეაფსების რუბრიკაზე და ქულის გამოთვლაზე.
მოდული 2-ის აქტივობა 3-ის ფარგლებში განვიხილეშ შეაფსების ფორმები და სტრატეგიები; შევეცადეთ შეგვექმნა მოსწავლის განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა; ჩავინიშნეთ საშინაო დავალება.

Sunday, 30 September 2018



დღეს ჩემი სამუშაო დღე იყო საკმაოდ დატვირთული.
გავიმეორეთ ბლოგის შექმნის პროცედურები, ბლოგზე პოსტების ატვირთვა, მისი რედაქტირება, შემდგომ წაშლა. ახალი გვერდების ფეიჯების შექმნა  ფონის შექმნა, შეცვლა, სურათების ჩასმა, ბლოგზე ატვირთულის რედაქტირება. ბლოგზე ატვირთული მასალის კომენტარის გაკეთება. გამოყენებული ლიტერატურის ლინკის კოპირება და სხვა ... კიდევ მეტიც..

Saturday, 29 September 2018

ტრენინგის მე-5 დღე


ტრენინგის დღევანდელი დღე საინტერესო იყო ინფორმაციულად ჩემთვის. ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი მოვისმინე და ვისწავლე. მაგ. როგორ  შევქმნათ ფეიჯები, როგორ დავასათაუროთ. როგორ ვნახოთ და ავტვირთოთ სურათები,

 ვიდეო მასალა, როგორ შევცვალოთ დიზაინი ბლოგზე.

გვსურს ვიდეო გაკვეთილები,შევალ ბლოგზე, ანუ ფოსტიდან ბლოგზე გადავდივარ, ვქმნი ახალ ფეიჯს, შევდივარ ბმულში გამოვა გვერდი და ვიმუშავებ, შემდეგ მივცემ ბრძანებას გამოქვეყნება და ისევ ახალ ფეიჯზე მუშაობა.

თუმცა ვსაჭიროებ მეტი ვიმუშაო  საკუთარ თავზე, რომ მეტი შევძლო...